19 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
ღარიბაშვილის დაბრუნება და წულუკიანის შესაძლო წასვლა - ოპოზიციის აზრით, ხელისუფლება აგონიაშია

შესაძლო სამთავრობო ცვლილებები მმართველ პარტიაში - სავარაუდოდ, იუსტიციის მინისტრი თანამდებობას დატოვებს, პოლიტიკაში მეორედ მოსულ ირაკლი ღარიბაშვილს კი, შესაძლოა, ერთ-ერთი უწყება ჩააბარონ.

მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებსა და შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაცემა „კვირის აქცენტებში“ მსჯელობდნენ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება აგონიაშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის აზრით, ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნდება არასწორი ნაბიჯია, რადგან ის პრემიერობის დროს ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური ფიგურა იყო.

მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის გუნდი შეტევას  ისევ ოპოზიციის წინააღმდეგ გააძლიერებს.

Image result for ზაალ უდუმაშვილი„მართლაც აგონიაში მყოფი ხელისუფლება უნდა იყო, რომ გამოაცხადო კასტინგი რომ გადაიბიროს ხალხი. დასაყრდენი აღარ ჰყავს, ამიტომ წავიდა ვაბანკზე, დააბრუნა ის ადამიანი, რომელსაც ყველაზე დიდი ნეგატივი ჰქონდა მის გუნდში. სავარაუდოდ, უნდა ველოდოთ ისევ ოპოზიციის დემონიზაციას. სავარაუდოდ, ღარიბაშვილს ამზადებენ რაღაცისთვის, ტყუილად არ მოიყვანდა ივანიშვილი, “-აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი.

"ევროპული საქართველოს" წევრების თქმით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს არ ესმის საზოგადოების მოთხოვნები და ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარებას, დავიწყებული კადრების გუნდში დაბრუნებით ცდილობს. ელენე ხოშტარიას განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება "ქართულ ოცნებას" კრიზისიდან  ვერ გამოიყვანს. 

Related image„რაც არ უნდა მან იფიქროს,რომ ყველაფერს შემისრულებს, ორჯერ თქმა არ დამჭირდება ეს მე აგრესიის მობილიზებას გამიკეთებს, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ მივმართო, წარმოუდგენელია უკან, დროში საწინააღმდეგოდ  საზოგადოებრივი განწყობების აბსოლუტურად საწინააღმდეგოდ მიიღო გადაწყვეტილებები და  შენ შეძლო კრიზისიდან გამოსვლა“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ელენე ხოშტარია.

დღის ამბები