19 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
კობა ნარჩემაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა ოფიციალურად დატოვა

კობა ნარჩემაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. დეპუტატის თქმით, ის ამ ეტაპზე არ აპირებს არც ერთ პოლიტიკურ გაერთიანებასთან თანამშრომლობას და პარლამენტში მუშაობას მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.

„დავტოვე უმრავლესობა, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვუერთდები არც ერთ პოლიტიკურ ძალას იქიდან გამომდინარე, რომ ვარ მაჟორიტარი, ჩემთვის ამ ეტაპზე უფრო კომფორტული იქნებოდა იმ პასუხისმგებლობის და იმ ვალდებულებების შესრულება,  რომელიც მაქვს მოსახლეობის წინაშე - ჯერჯერობით გავაგრძელო მუშაობა დამოუკიდებელ რეჟიმში და შემდეგ ვნახოთ. ჯერჯერობით მაინც ვფიქრობ, რომ რაღაც გადაჯგუფებებისთვის ჩემი მხრიდან ყოველ შემთხვევაში ნაადრევია საუბარი. საზოგადოებაში ამის განცდა არსებობს, რომ საჭიროა მესამე ძალა, თუმცა მე მაინც ვთვლი რომ  ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ როგორ მოახერხებს თავისი თავის შეთავაზებას ესე ვთქვათ მოსახლეობისთვის. მე მაინც ვფიქრობ,  რომ მოძველებული დღის წესრიგით, ლანძღვით, არა ოპონიტრების რეჟიმით ამის გაკეთება ცუდიც არის და შეუძლებელიც,“-განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

დღის ამბები