დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი პოლიციის გაძლიერებული მობლიზების ფონზე ჩაივლის. სავარაუდოდ სამართალდამცველთა დიდი რაოდენობით მობილიზება სასამართლოში იმ 3000 ადამიანის მისვლას უკავშირდება, რომლებიც კირკიტაძის გათავისუფლებას ითხოვენ და თავდებში უდგებიან.
როგორც კირკიტაძის ადვოკატი განმარტავს, ისინი მზად არიან შესაბამისი პროცედურის დაცვით წარდგნენ დღევანდელ პროცესზე.
წინა პროცესზე ადვოკატმა წარადგინა პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვებული 15 000 ხელმოწერა, რაც მოსამართლემ საკმარისად არ მიიჩნია, რადგან თავდებობის მსურველები ადგილზე არ იმყოფებოდნენ.
ადვოკატ, გიორგი კონდახაშვილი განცხადებით, წინა სასამართლო პროცესიდან მოსამართლის გამოწვევა მიღებულია. ათასობით თავდებობის მსურველი წარმოდგენილია და ახლა სასამართლოს მართლმსაჯულების ტესტის ჩაბარება მოუწევს.
„წინასასამართლო პროცესზე ერთადერთი ტექნიკური მიზეზით გვითხრა უარი სასამართლომ თავდებობის დაკმაყოფილებაზე. ჩვენ ეს გამოწვევა მივიღეთ, უმრავლესობა პარლამენტარებისა არის წარმოდგენილი დღეს, ასევე რამოდენიმე ათასი ადამიანი რომელმაც გამოთქვეს სურვილი რომ ჩამოსულიყვნენ უშუალოდ და გამოეხატათ მზაობა თავდებში ჩადგომის არის წარმოდგენილი .
"დღეს არის ტესტი სასამართლო იხელმძღვანელებს კანონის მოთხოვნით და ის აბსოლუტურად ჰიპოთეტური საფრთხე,რომელიც დავით კირკიტაძის პატიმრობას ედება საფუძვლად დარჩება ძალაში ტუ კიდევ რაიმე ახალს მოიგონებს სასამართლო, იმისთვის რომ ბატონი დავითი დატოვოს პატიმრობაში,“-აცხადება ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.
დავით კირკიტაძეს ბრალად ველისციხის ინციდენტის დროს სამართალდამცავზე თავდასხმა ედება. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დღეს საქმის არსებითი განხილვა გაიმართება.