იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობაზე რჩება. ამის შესახებ განცხადება წულუკიანმა, რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
მინისტრის თქმით, პოზიციები სადაო საკითხთან დაკავშირებით შეჯერებულია, შესაბამისად ის თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.
"პოზიციების გაცვლა დავასრულეთ, დისკუსია დასრულებულია. პოზიციები შეჯერებულია და თემა არის ამოწურული, შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ერთიანი გუნდის და ერთიანი პოზიციის პირობებში მუშაობას,"-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ თანამდებობიდან შესაძლო გადადგომაზე თეა წულუკიანმა ღიად გუშინ ისაუბრა. მინისტრმა თქვა, რომ არსებობს საკითხები, რომელზეც მსჯელობა მიმდინარეობს და რომელზე შეთანხმებაც ვერ ხერხდება.
თეა წულუკიანმა ულტიმატუმი წაუყენა მთავრობას და მის მეთაურს და თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ მის პოზიციას არ დაუჭერდნენ მხარს თანამდებობიდან გადადგებოდა. წულუკიანს კონკრეტული საკითხი რაზეც უთანხმოება არსებობდა არ დაუსახელებია.