19 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
სასამართლო სისტემის რეფორმა - კობახიძის კანონპროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნა

ირაკლი კობახიძის კანონპროექტი სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას გადაეგზავნა. განცხადება ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გააკეთა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კომისიის პირველადი დასკვნა პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება. არჩილ თალაკვაძის თქმით, კომისიის რეკომენდაციები საჯარო იქნება.

თალაკვაძის თქმით, ირაკლი კობახიძის კაბინეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე არსებული კითხვები მას შემდეგ მოიხსნება, რაც ვენეციის კომისია დასკვნას გამოაქვეყნებს.

არჩილ თალაკვაძე-ის სურათის შედეგი„ჩვენ მივმართეთ ვენეციის კომისიას, რომელიც ამ სფეროში ყველაზე დიდი გამოცდილების და მიუკერძოებელი საერთაშორისო ორგანიზაცია, შეაფასებს ამ კანონპროექტს და თავის რეკომენდაციებს და დასკვნებს გამოგვიგზავნის, რომელიც საჯარო იქნება. ეს დასკვნები ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან მოხსნის ყველა იმ ბრალდებას და კითხვას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ პროექტის განხილვის პროცესში,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა კობახიძის მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკას უპასუხა. თალაკვაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების ბრალდებები უსაფუძვლოა.

არჩილ თალაკვაძე-ის სურათის შედეგი„ის განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ, არ არის საფუძვლიანი. ეს არის პოლიტიკური შეფასება, რომელიც ემსახურება შინაარსობრივი განხილვის გადატანას სრულიად სხვა სიბრტყეში და ჩვენ ამას არ დავუშვებთ,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების შეფასებით, კობახიძის ინიციატივა სასამართლო სისტემაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და მოსამართლეების კლანის კონტროლისგან გათავისუფლებას ვერ შეძლებს.

დღის ამბები