საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დეპუტატების მწვავე კითხვებს უპასუხა. ზალკალიანს მოუწია პასუხი გაეცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და ხელისუფლების მხრიდან გადადგმელ ნაბიჯებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე.
თუმცა, დავით ზალკალიანისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ხელისუფლების ოპონენტების კრიტიკა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ საგარეო პოლიტიკა ყველა დონეზე ჩიხშია შესული.
„ნება მომეცით, არ დაგეთანხმოთ, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის ჩიხში შესული რუსეთის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. როგორ შეიძლება ჩიხურ სიტუაციაზე ვილაპარაკოთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, როდესაც ასეთი წარმატებული ურთიერთობა გვაქვს ევროკავშირთან.
"როგორ გგონიათ, ის, რაც ხდება მკვლელობა ქართველების, ჩვენ არ გვტკივა და არ მიგვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობამდე? როგორ გგონიათ ამაზე, როგორ შეიძლება თვალი დახუჭო. მე არანაირი თანამდებობა არ მაინტერესებს, ჩემი შვილების და შვილიშვილების წინაშე უნდა ვიყო პასუხისმგებელი, რომ არაფერი დავაკელი ამ მოცემულ გარემოებაში. 2008 წელს, როდესაც ახალი დამთავრებული იყო ომი რუსეთთან, რატომ ვერ შეძელით სანქციების მიღება? ეს ხომ ყველაზე ხელსაყრელი სიტუაცია იყო, რომ გაგეკეთებინა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება იყო საქართველოზე მობყრობილი,“ - აღნიშნა მინისტრმა.