27 აპრილი 2024,   16:03
ვრცლად
ძალადობა და ფულის გამოძალვა ჯარში - სამხედრო პოლიციამ ორი ჯარისკაცი დააკავა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ ორი ჯარისკაცი დააკავა. საქმე ეხება მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში” სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა შორის მომხდარ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტს.

ინფორმაციას და დაკავების ამსახველ ვიდეომასალას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, დაკავება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა. დაკავებულები სამხედრო ნაწილიდან პირდაპირ პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ დაკავებულებმა წვევამდელი ქაზიმ გახრამონოვი სცემეს და ფული გამოსძალეს. უცნობია ვინ მისცეს პასუხისგებაში კიდევ ერთი ჯარისკაცის ცემისა და მისთვის ფულის გამოძალვის საქმეზე.

დაკავებულებს ბრალს უახლოეს საათებში წაუყენებენ. ხოლო მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.

კრწანისის სამხედრო ბაზაზე ფიზიკური ზეწოლისა და ფულის გამოძალვის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი2"-მა გაასაჯაროვა. წვევამდელ ქაზიმ გახრამანოვს ფულს სძალავდნენ, უარის შემდეგ კი მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.  წვევამდელი ამბობს, რომ ცემა სერჟანტის თანდასწრებით ხდებოდა. 

"კურიერთან" საუბრისას წვევამდელი ჰყვებოდა, რომ ორი დღის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეს არც სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. 

სამხედროს მტკიცებით, წვევამდელებისათის ფულის გამოძალვა ჯარში ჩვეულ პრაქტიკად იქცა.

გახრამანოვი ერთადერთი არ არის, ვინც ჯარში ფულის გამოძალვის ფაქტებსა და ზეწოლაზე საუბრობს. კრწანისის სასწავლო ცენტრში ალთუნ აშიროვიც სცემეს

დღის ამბები