19 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
ეს იყო ხარვეზი, ლაქა რუკაზე და ჩასწორდება - საკრებულოს უმრავლესობის მტკიცებით, ივანიშვილის სასახლის მომიჯნავე ტერიტორიას სტატუსი არ შეეცვლება

დედაქალაქის მერიას გენერალურ გეგმაში, სავარაუდოდ, შესწორებები შეაქვს - „კურიერში“ გუშინ გასული სიუჟეტის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის სასახლის მომიჯნავე 14 ათას კვადრატულ მეტრს სტატუსი აღარ შეეცვლება.

საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე ამბობს, რომ ის რაზეც გუშინ ოპოზიცია საუბრობდა ტექნიკური ხარვეზი იყო და აუცილებლად გასწორდება.

რევაზ სოხაძე-ის სურათის შედეგი„ბოტანიკური ბაღი არის ძეგლის სტატუსის მატარებელი და ამიტომ ბოტანიკურ ბაღს მიუხედავად ამისა, თქვენი გაშუქებული სიუჟეტი ვნახე არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ის, რაც არის არის ტექნიკური ხარვეზი და უნდა გასწორდეს. გასწორდება, შეიცვლება, ეს ტექნიკური ხარვეზი გასწორდება. რა თქმა უნდა ეს იყო ტექნიკური ხარვეზი,“-აცხადებს საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე.

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე კი აცხადებს, რუკაზე შესაძლოა იყო რაღაც „ლაქა“, მაგრამ ეს იყო ხარვეზი და ამ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა 1-ის სტატუსი შენარჩუნებულია.  

გიორგი ტყემალაძე-ის სურათის შედეგი“რუკაზე შესაძლოა, იყო ლაქა ხარვეზის, მაგრამ მიღებასთან ერთად გენერალური გეგმა რომ იქნება მიღებული კომისიებზე, თქვენ დაესწრებით გექნებათ საშუალება, აღნიშნული ტერიტორია არის ძეგლი და ამავე დროს იქნება ამ ტერიტორიაზე გავრცელებული სარეკრეაციო ზონა 1-ის სტატუსი,“-აცხადებს გიორგი ტყემალაძე.

საკრებულოს ოპოზიციაში გუშინ აცხადებდნენ, რომ დედაქალაქის გენერალური გეგმა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზეა მორგებული.

საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გენერალური გეგმის დამტკიცებამდე ერთი დღით ადრე აღმოაჩინეს, რომ 14 ათასზე მეტ კვადრატულ მეტრ ფართობს, რომელიც ჯერ ბოტანიკურის ბაღის საკუთრებაა და ბიძინა ივანიშვილის სასახლეს ემიჯნება, სტატუსი ეცვლება, რაც ამ ტერიტორიაზე მშენებლობის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, ოპოზციის მტკიცებით გენ.გეგმის პროექტის მიხედვით, ივანიშვილის ხეების გადამტანი კომპანიის სასარგებლოდ კი სტატუსს უცვლიან მზიურის მიმდებარედ რეკრეაციულ ზონას და აქ კორპუსების ჩადგმა იქნება შესაძლებელი.

ამავე თემაზე
დღის ამბები