19 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტის განხილვა გადაიდო 

პარლამენტმა ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტი სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ შეაჩერა. ამის შესახებ განცხადება, დეპუტატმა გააკეთა.

სესიაშვილის თქმით, კანონპროექტს პარლამენტიდან არ გაიწვევს და მისი განხილვა დროებით შეჩერდება. დეპუტატის განცხადებით, საკითხზე გაიმართება მსჯელობა და კონსულტაციები. 

კანონპროექტის მიხედვით სასულიერო პირები სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან ვეღარ გათავისუფლდებიან თუმცა ეს შეზღუდვა არ შეეხება მართლმადიდებელ სასულიერო პირებს. სწორედ ამ ნაწილზე მიუთითებდნენ ოპონენტები , რომ ეს ყველაფერი იყო დისკრიმინაციული. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით ის მზად არის შენიშვნები რომელიც კონსულტაციებზე გამოითქმება კანონპროექტში ასახოს.

„გაწვევის სისტემას შეექმნა ძალიან სერიოზული პრობლემა. მიზეზი კი გახლავთ ის რომ ზოგიერთი რელიგიური ორგანიზაციები არაკეთილსინდისიერად იყენებს ამ მოცემულობას. ამიტომ სწორედ  ჩემი ინიციატივა ამას ეფუძნებოდა. თუმცა რამდენადაც საზოგადოებაში გაჩნდა გარკვეული მოსაზრება რომ შეიძლება ამას ჰქონდეს დისკრიმინაციული ხასიათი, მე ვთავაზობ ჩემს კოლეგებს, ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ ამ თემასთან დაკავშირებით გავაგრძელოთ კონსულტაციები,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. 

განცხადება ირაკლი სესიაშვილმა ბიუროს სხდომაზე გააკეთა. რის შემდეგაც მას პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - მწვანეების” თავმჯდომარემ მიმართა და სთხოვა დროში მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში მოხდეს კანონპროექტის განხილვა. გია გაჩეჩილაძის თქმით ზოგიერთი რელიგიური ორგანიზაცია სახელმწიფოსთვის საზიანოდ იყენებს მოქმედ კანონს და ის შესაცვლელია.

Related image„საქმიანობა ,რომელიც ზოგიერთმა რელიგიურმა ორგანიზაციამ წამოიწყო საქართველოში ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული და მისი თავდაცვის უნარიანობის წინააღმდეგ მიმართული. ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი პირველ რიგში და მე დიდი თხოვნა მაქვს რომ ძალიან ნუ გადავდებთ ამ საკითხს და როგორმე ამას წერტილი დავუსვათ,“-განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

კანონპროექტის განხილვის შეჩერებას მიესალმება ევროპული საქართველო. გიგი წერეთლის განცხადებით კარგია თუ ჯერ მოხდება სხვადასხვა პოზიციების შეჯერება.

Image result for გიგი წერეთელიძალიან კარგია რომ ალბათ გადაიდება ეს საკითხის განხილვა. სხვა მიზეზებიც უნდა ვნახოთ, რატომ არის ასეთი სურვილი რომ ტავი აარიდონ სამხედრო სამსახურს. შეიძლება სხვა  მომენტებიც არის გასათვალისწინებელი. პირობები, სხვა თემები რომელიც ამ გაწვევას უკავშირდება და ა. შ ,“-განაცხადა გიგი წერეთელმა. 

დღის ამბები