19 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
შუალედური საპარლამენტო არჩევნები მთაწმინდის ოლქში - "თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატი შალვა შავგულიძე იქნება 

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში "თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატი შალვა შავგულიძე იქნება. 

განცხადება დღეს თავად შავგულიძემ გააკეთა. მისი თქმით, „ თავისუფალ დემოკრატებს“ კონსულტაციები სხვა დასავლური ორიენტაციის პარტიებთანაც ჰქონდათ, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ პარტია თავის კანდიდატს დააყენებდა.

„ჩვენ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გადავწყვიტეთ, რომ არ გამოვტოვოთ ეს არჩევნები და მივიღოთ მონაწილეობა. გუნდში ჩამოვყალიბდით, რომ მე ვიქნე წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატად. კონსულტაციები გვაქვს მჭიდრო და ინტენსიური „ევროპულ საქართველოსთან“, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მთლიანად გაერთიანებულ ოპოზიციასთან. ასევე, მქონდა კონსულტაციები დავით უსუფაშვილთან, ალეკო ელისაშვილთან,"- განაცხადა შავგულიძემ.

შალვა შავგულიძის თქმით, თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა შენარჩუნდება და ხელისუფლება თავის უპირატესობის ბერკეტს არ დათმობს, ოპოზიციური ძალები ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან და ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

დღის ამბები