„ნატოსთვის პრინციპული მნიშვნელობისაა, რომ ყველა ერს გააჩნია არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა"-აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი.
კითხვაზე, რამდენად შეძლებს რუსეთი საკუთარი პოზიციითა და ქმედებებით ხელი შეუშალოს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, გენერალური მდივანი ამბობს, რომ საქართველო მაშინ გახდება ნატოს წევრი, როცა ამას ალიანსის წევრი 29 ქვეყანა და თავად საქართველო გადაწყვეტენ.
სტოლტენბერგის განცხადებით, არც ერთ ქვეყანას და ცხადია რუსეთს, არ აქვს უფლება ჩაერიოს დამოუკიდებელი ქვეყნის გადაწყვეტილებებსა და არჩევანში. ეს უფლება სტოლტენბერგის განცხადებით, გარანტირებულია ჰელსინკის ოქმითაც, რომელსაც ხელს რუსეთიც აწერს.
"საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, მას თავად შეუძლია აირჩიოს რა უსაფრთხოების მექანიზმებში გაწევრიანდება - ეს პრინციპი შეთანხმებულია ყველა ერს შორის. რუსეთმაც განაცხადა ამაზე თანხმობა, მან ხელი მოაწერა ჰეკლსინკის ოქმს, სადაც ცხადად არის დადასტურებული,რომ ყველა ერს აქვს უფლება სამხედრო ალიანსში გაწევრიანების და ა.შ. აქედან გამომდინარე საქართველომ უნდა გადაწყვიტოს რა უნდა, და ჩვენ როდესაც მზად ვიქნებით,თქვენს მისაღებად არავის ექნება გამოკვეთილი მიკერძოებული აზრი. რუსეთის და ნებისმიერი სახელმწიფო ვერ იტყვის მეზობელმა რა უნდა გააკეთოს.
"ეს თქვენზეა დამოკიდებული ალიანსის 29 წევრი ქვეყნისა და თქვენი გადასაწყვეტია, ჩვენ ვთქვით, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრია და რომელიმე ერთი ქვეყნის გადასაწყვეტი არ არის გახდება თუ არა საქართველო ალიანსის წევრი. მოდერნიზაცია აუცილებელია თავდაცვის სისტემის, სასამართლო სისტემის, ნატოს სტანდარტები უნდა დაკმაყოფილდეს. თქვენი ძალიან დიდი წინსვლა გაქვთ მიღწეული, მოგიწოდებთ კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს საქართველოსა და ნატოს სასიკეთოდ და ეს იქნება თავსებადობისთვის მნიშვნელოვანი. ერთად ვმუშაობთ ავღანეთში ნატოს სწავლებებში,ე სდ ყველაფერი საქართველოს სასიკეთოდ კეთდება. დარწმუნებული ვარ, ნატოს წევრები და საქართველო გადაწყვეტს, როდის იქნება საქართველო მზად გაწევრიანებისთვის,“-განაცხადა სტოლტენბერგმა.