19 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
პარლამენტი არ იწვის, ბესელია მძიმე ემოციურ ფონშია და ადამიანური დახმარება სჭირდება - ანრი ოხანაშვილი

„პარლამენტი არ იწვის, ეკა ბესელია არის ძალიან მძიმე ემოციურ ფონში და მას ფაქტია, ადამიანური დახმარება სჭირდება,“ - ეს განცხადება, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მისი წინამორბედის მისამართით გააკეთა.

ანრი ოხანაშვილი ეკა ბესელიას იმ კომენტარს  გამოეხმაურა, სადაც „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასულმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ სანამ ირაკლი კობახიძე პარლამენტს გადაწვავს, უმჯობესია, ბიძინა ივანიშვილმა უშველოს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირაკლი კობახიძის რიტორიკას იმეორებენ, რომ ეკა ბესელია მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფება და მას დახმარება სჭირდება. 

ანრი ოხანაშვილის თქმით, ეკა ბესელიას მძიმე ემოციური მდგომარეობა ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა, როდესაც "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრი აღარ იყო. 

ანრი ოხანაშვილი-ის სურათის შედეგი"მესმის ერთი ადამიანურად შეიძლება რთულად გააზრებადი იყოს მისთვის, ახლა რა მდგომარეობაშიც არის, თუმცა თვალი უნდა გაუსწოროს ამ რეალობას, ეს არის და ეს. ჩვენ კოლეგებს გვახსოვს მისი მძიმე ემოციური ფონი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იგი პოლიტსაბჭოდან გამოუშვეს და პოლიტ საბჭოს წევრი აღარ იყო, გახსოვთ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებიდან პოლიტიკაში, ეკა ბესელია, რომელიც იყო პოლიტსაბჭოში, აღარ აღმოჩნდა მისი ადგილი პოლიტ საბჭოში. ასე, რომ გადაავლეთ თვალი ისტორიას, დღეს რომ ამბობს ზოგიერთი ჩვენი წევრი, რომ თურმე რაღაცა მოსამართლეების თემა ყოფილა წასვლის მიზეზი და ა.შ. გადაავლეთ თვალი იმ პროცესებს, რა პროცესებიც მიმდინარეობდა, რატომ არ იყო პოლიტსაბჭოს წევრი და ა.შ. და შემდგომ მიხვალთ ლოგიკურ დასკვნამდე,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

თავდაპირველად პარლამენტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიაზე განაცხადა, რომ მას დახმარება სჭირდება, რასაც ყოფილი თანაგუნდელებისგან მწვავე შეფასებები მოჰყვა. ლევან გოგიჩაიშვილმა ირაკლი კობახიძეს უზრდელი უწოდა

ამავე თემაზე
დღის ამბები