19 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტსივრცეში ისევ გავრცელდა

მორალური შეტევის ახალი რაუნდი ეკა ბესელიას წინააღმდეგ - დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ისევ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა.

გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარმა რედაქტორმა ფარული კადრების შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მიიღო. როგორც ელისო კილაძე ამბობს, მან ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაუწერა კომენტარი, რომ ბესელიას კადრები ისევ გავრცელდა და სთხოვდა, რომ რეაგირება მოეხდინა. კილაძის თქმით, Youtube-ზე მართლაც აღმოჩნდა ფარული კადრები. 

ელისო კილაძის თქმით, გუშინვე დარეკა 112-ში, ოქმი შეადგინეს და დღეს გამოკითხვაზე დაიბარეს.

ის საგამოძიებო უწყებაში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჟურნალისტის გამოკითხვა მიმდინარეობს.

„კურიერის“ ინფორმაციით, ბმული, რომელიც Youtube-ზე იყო განთავსებული, ორი კვირის განმავლობაში იდო ინტერნეტსივრცეში, თუმცა გამოძიებამ ელისო კილაძის მიმართვის შემდეგ მოახდინა რეაგირება.

ელისო კილაძე-ის სურათის შედეგი„ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელიც ჩემთვის არის უცნობი, არც მეგობრებში მყავს, Facebook-ზე ჩემს სტატუსზე შეტყობინება დაწერა, რომ ვიდეოპორტალ Youtube-ზე ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი ვრცელდება ხელახლა და მომიწოდა მე, რომ მივმართო შესაბამის ორგანოებს, რომ ეს ფირი დაბლოკონ,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

დღის ამბები