19 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
როგორც უღირსი საქციელია კადრების გავრცელება, ასევე უზნეო და უღირსი საქციელია სხვას დააბრალო ყველაფერი - ბესელიას ყოფილი თანაგუნდელები პასუხობენ 

როგორც უღირსი საქციელია კადრების გავრცელება და მორალური შანტაჟის განხორციელება, ასევე უღირსი საქციელია, სხვას დააბრალო ყველაფერი - ასე აფასებენ მმართველ გუნდში დღეს ეკა ბესელიას განცხადებას. 

საუბარია, უმრავლესობის ყოფილი დეპუტატის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე, სადაც ბესელია ყოფილ თანაგუნდელებს "კოლექტიურ ტერორისტებად" მოიხსენიებს. 

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი მოუწოდებს სამართალდამცველ ორგანოებს დროულად გამოიძიონ დეპუტატის დასაშანტაჟებლად მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმე. მათიკაშვილი ამბობს, რომ ეკა ბესელიას ბრალდებებზე დამატებით კომენტარს არ გააკეთებს.

დავით მათიკაშვილი-ის სურათის შედეგი„როგორც გავრცელება-ატვირთვა დანაშაულთან ერთად არის უზნეო და უღირსი საქციელი, ასევე უზნეო და უღირსი საქციელია ამის დაბრალება ვინმესთვის და რაღაცის გამოგონება,“-აცხადებს დავით მათიკაშვილი.

“ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ რომ ისინი ბესელიას არ აჰყვებიან და არ ჩაერთვებიან პოლიტიკურ პოლემიკაში.

სოფო კილაძე-ის სურათის შედეგი„შეშფოთებული ვარ, რომ ჯერ-ჯერობით ვერ მოხდა ე.წ. დამკვეთებზე გასვლა, დანარჩენ არასერიოზულ კომენტარებს უპასუხოდ ვტოვებ,"-განაცხადა სოფო კილაძემ.

დღის ამბები