"კოლექტიური ტერორისტები" - ასე მოიხსენიებს ეკა ბესელია, ყოფილ თანაგუნდელებს და მათ მორალური ტერორის მონაწილეებს უწოდებს. უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მორიგ გავრცელებას ეხმაურება.
"დაუცველობის განცდა უჩნდებათ ადამიანებს, როდესაც ხედავენ რამდენჯერ განხორციელდა პირადი სივრცის ხელყოფა, უკანონო ჩანაწერების გავრცელება და ისევ არ ჩანს ამ ყველაფრის ორგანიზატორი .... მაგრამ მაშინვე ჩნდებიან საჯარო კომენტარებით მათიკაშვილ-ოხანაშვილ-კილაძეები... მათი კომენტარები ისეთი ამაზრზენია, რომ განცდა გრჩება ამ მორალური ტერორის მონაწილეები თავადაც არიან...." - წერს უმრავლესობის ყოფილი წევრი.
"ვხედავ ისეთ საშინელ კომენტარებს, მათ შორის ყოფილი თანაპარტიელების მხრიდან და არამხოლოდ, რომ ეს გაფიქრებინებს რომ რეალური ტერორის მონაწილეები შეიძლება იყვნენ ეს ადამიანები. მე არ მინდა პერსონიფიცირება კიდევ ერთხელ გვარების, ეს არის კოლექტიური სახე ტერორისტების, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანები გაიმეტონ ყველაფრისთვის,"-აცხადებს ეკა ბესელია.