19 ნოემბერი 2024,   10:27
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა იმ იდეებზე, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებს გამოიყვანს ოლიგარქიული მმართველობიდან - აკაკი მინაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლექციას, რომელიც მაასტრიხტის უნივერსიტეტში გაიმართა გაერთიანებული ოპოზიციის წევრებიც ესწრებოდნენ.

აკაკი მინაშვილის თქმით, ლექციაზე მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა ოლიგარქიული მმართველობისა და არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე.

„საუბარი იყო იმ მოვლენებზე, რაც ხდება ჩვენს რეგიონში, აღმოსავლეთ ევროპაში, როგორ ჩაიგდეს ხელში  ხელისუფლება ოლიგარქებმა და ის რესურსი, რომელიც ამ ქვეყნებში არსებობდა გამოიყენეს გამდიდრებისა და პირადი კეთილდღეობისთვის. აქ ძალიან საინტერესო იდეებზე იყო საუბარი, იმ თანამედროვე და ძალიან თამამ იდეებზე, მათ შორის პირდაპირი დემოკრატიის იდეებზე, რომელიც ამ ქვეყნებს გამოიყვანს  ამ სიტუაციიდან“-განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

მისი თქმით, თავისუფლად არის შესაძლებელი ამ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალოს.

სახელმწიფოს მიტაცება პოსტსაბჭოთა სივრცეში - ასეთი იყო მიხეილ სააკაშვილის ლექციის სახელწოდება, რომელიც მაასტრიხტის უნივერსიტეტში ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მაგალითები მოიყვანა. მან აღნიშნა, რომ ამ ქვეყნებში ოლიგარქებს ხელისუფლება ხელში აქვთ ჩაგდებული.

დღის ამბები