19 ნოემბერი 2024,   09:25
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში გარკვეული უზუსტობები აღმოჩნდა - მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს დეტალურად არ იცნობს, თუმცა მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ დოკუმენტში უზუსტობებია. მთავრობის მეთაური ამტკიცებს, რომ ანგარიშში დასახელებული პრობლემები, რომელიც ნარკო და კიბერდანაშაულებებს ეხება, მსოფლიოს მთავარი გამოწვევებია.

მამუკა ბახტაძე ასევე განმარტავს, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში თავისი შინაარსით ძალიან მნიშვნელოვანია. 

Image may contain: 1 person„მე დღეს მექნება საშუალება, რომ სრულად გავეცნო ანგარიშს. მოგეხსენებათ მასში გარკვეული უზუსტობებიც აღმოჩნდა. ანგარიში თავისი შინაარსით არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. რაც შეეხება ნარკოტრაფიკს, მოგეხსენებათ, რომ ეს გეოგრაფიული არეალი ყოველთვის წარმოადგენდა პრობლემას ამ თვალსაზრისით და დიდ გამოწვევას. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს დასავლელ კოლეგებთან ერთად და ძალიან ბევრი ფაქტი იქნა აღკვეთილი. თქვენ ამის შესახებ სტატისტიკა მოგეხსენებათ. რაც შეეხება კიბერდანაშაულს, მე ამაზე გუშინაც ვისაუბრე. ეს გახლავთ გამოწვევა ყველასთვის. ეს არის 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა და განვითარებულ ქვეყნებსაც კი უჭირთ მასთნ გამკლავება. შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენ მეტი რესურსების მიმართვა გვჭირდება,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც ფულის გათეთრება ხდება. ამ ჩამონათვალში შესულ ქვეყნებში, ფინანსურ ტრანზაქციებში საერთაშორისო ნარკოტრეფიკიდან შესული ფულიც გადის. ანგარიშში საქართველოში უკანონო შემოსავლების მთავარ წყაროდ საბანკო თაღლითობა და კიბერდანაშაული სახელდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები