19 ნოემბერი 2024,   09:17
ვრცლად
"7 წელი ოპტიმიზმის საფუძველს არ მაძლევს იმიტომ, რომ საქმე იყო დამუხრუჭებული" - კონსტანტინე გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილების პასუხი ბიძინა ივანიშვილს - ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები ქართული ოცნების ლიდერის ხიბულადან გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან.

ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლიდან 7 წლის შემდეგ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიების აუცილებლობაზე ალაპარაკდა.

პარტია თავისუფლების თავმჯდომარე, კონსტანტინე გამსახურდია, პესიმისტურად არის განწყობილი და ამბობს, რომ ოცნების ხელისუფლებამ 7 წლის განმავლობაში არაფერი გააკეთა პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით.

„მოგეხსენებათ, ასეთი გამონათქვამი არის ცნობილ რომანში "დათა თუთაშხია" - ჯერ სიტყვაა საქმე და მერე საქმეა საქმე. მეც ამ პრინციპით ვუდგები - სიტყვაც საქმეა, მაგრამ მას უნდა მოჰყვეს მეორე ტაქტი, ეს არის უკვე საქმე. საქმის ნაწილში ვნახავთ, რა მოხდება. ჯერჯერობით, 7 წელი ოპტიმიზმის საფუძველს არ მაძლევს იმიტომ, რომ საქმე წინ არ მიდიოდა, პირიქით, საქმე იყო დამუხრუჭებული ან საერთოდ არ იძიებდნენ, თაროზე იყო შემოდებული ან იყო გამოძიების იმიტაცია. თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ საქმე წინ წასწიოს, ბურთიც და მოედანიც მისია და მას შეუძლია, ეს გააკეთოს. მე ამაში მხოლოდ შემიძლია, დავეხმარო,“ - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

პირველი პრეზიდენტის შვილების პოზიციებს იზიარებს ისტორიკოსი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, გოგი ხოშტარია. მისი თქმით, ზვიად გამსახურდიას საქმე აუცილებლად უნდა გამოიძიონ.

„რა თქმა უნდა, შვილები მართლები არიან... თან ის პრეზიდენტი ხომ არ არის, ახლა რომ გვყავს, საიდან მოსული, გაურკვეველი პრეზიდენტი, რომელიც არის ფიქცია, ყველაფერზე იძახის ეს მე არ მეხება, ეს მე არ მეხება. ქალბატონი სალომე არის სუფთა სიმბოლო, მეტი არაფერი. მაშინ პრეზიდენტი იყო პირველი პირი ქვეყნის, პირველი პირი დამოუკიდებლობის აღდგენის,“ - განაცხადა ხოშტარიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები