19 ნოემბერი 2024,   09:26
ვრცლად
"ანგარიშში ვერ ვნახე კონკრეტული გეგმები" - ოპოზიცია საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიას აკრიტიკებს

საგარეო საქმეთა სამინისტროს 3-წლიან სამოქმედო გეგმას და დიპლომატიური უწყების სტრატეგიას ოპოზიცია უკვე გაეცნო. ხელისუფლების ოპონენტებს დოკუმენტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ.

ოპოზიციის აზრით, ანგარიშში არ არის ასახული ის კონკრეტული ღონისძიებები და გეგმები, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ უსაფრთხოების გამოწვევებთან გასამკლავებლად.

ხელისუფლების ოპონენტები იმასაც აღნიშნავენ, რომ არა მხოლოდ მნიშვნელოვანია, როგორია სტრატეგია, არამედ ის, თუ როგორ სრულდება სამოქმედო გეგმა.

ხატია დეკანოიძე-ის სურათის შედეგი„მე ამ ანგარიშში ვერ ვნახე ის კონკრეტული ღონისძიებები თუ გეგმები, როგორ უნდა გადაწყვიტოს ქვეყნამ მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხები უსაფრთხოების გამოწვევის კუთხით. ჩვენ გვაქვს მეზობელი, რომელიც დღემდე ახორციელებს აგრესიას და ავიწროებს საქართველოს სუვერენიტეტს. ასევე, ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები, იგივე არაფორმალური მმართველობის კუთხით საქართველოში, დემოკრატიის კუთხით ქვეყანაში, რომელიც კიდევ უფრო უკან მიდის. ეს ანგარიში არაფერ კონკრეტულ გეგმას არ სთავაზობს ქვეყანას,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ, რომ დოკუმენტში საერთოდ არ არის ნახსენები ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია.

დაკავშირებული სურათი„სტრატეგია და დოკუმენტი არ არის მთავარი, მთავარია, როგორ სრულდება ის. ჩვენი პრობლემა ამ ხელისუფლებასთან და უმაღლეს პირებთან სწორედ ის არის, რომ, ის, რაც ქაღალდზე წერია, ხშირად არ კეთდება ხოლმე და სწორედ ამიტომ არის, რომ საქართველოს აქვს პრობლემა, დამკვიდრდეს საერთაშორისო დღის წესრიგში. მაგრამ ამ დოკუმენტში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ჩვენ მივუთითეთ საგარეო საქმეთა მინისტრს, როდესაც კომიტეტში იყო, არის ის, რომ მაგალითად, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია საერთოდ ნახსენები არ არის და ამ მიმართულებით მუშაობა, რუსეთის მიმართ სანქციების რეჟიმზე შეერთება საერთოდ ნახსენებიც კი არ არის ამ დოკუმენტში,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3-წლიანი სამოქმედო გეგმა და დიპლომატიური უწყების სტრატეგია გამოაქვეყნა.

24-გვერდიანი დოკუმენტი იმ მიზნებსა და გამოწვევებს მოიცავს, რომელიც ქვეყანას უახლოესი სამი წლის განმავლობაში საგარეო ურთიერთობების კუთხით ექნება.

2019-2022 წლებში საგარეო უწყების მუშაობის მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იქნება.  

ამავე თემაზე
დღის ამბები