06 მაისი 2024,   13:37
ვრცლად
შავი ხვრელის პირველი ფოტო გავრცელდა

შავი ხვრელის პირველი ფოტო გავრცელდა. მეცნიერებმა შავი ხვრელის აღბეჭდვა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, 8 ტელესკოპისგან შემდგარი ქსელის საშუალებით შეძლეს.

მეცნიერების თქმით, შავი ხვრელის ზომა მზის სისტემას საკმაოდ აღემატება და მზეზე 6.5 მილიარდჯერ დიდია.

„რასაც ვხედავთ, უფრო დიდია, ვიდრე მზის სისტემა. მისი მასა მზისას 6,5 მილიარდჯერ აღემატება. ეს არის ყველაზე მძიმე შავი ხვრელი, რომელიც ვფიქრობთ, რომ არსებობს. აბსოლუტური მონსტრია," - ამბობს პროფესორი ჰეინო ფალკე.

დღის ამბები