30 აპრილი 2024,   18:16
ვრცლად
ეკონომიკის სამინისტრომ ანაკლიის კონსორციუმს ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა დაუმალა

ანაკლიის საუკუნის პროექტი შეიძლება შეჩერდეს. ოკუპირებული აფხაზეთის სიახლოვეს მდებარე გეოსტრატეგიული მნიშვნელობის ნავსადგური, რომლის მშენებლობაც რუსეთს განსაკუთრებით აღიზიანებს, შესაძლოა აღარ გაგრძელდეს. ხელისუფლება ფოთის პორტს აძლიერებს. მამუკა ხაზარაძე საგანგაშო განცხადებას აკეთებს. ეკონომიკის სამინისტრომ ანაკლიის კონსორციუმს ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა დაუმალა. ახალი ლიცენზიის შესახებ ინფორმაცია თავად კომპანია "ეიპიემ ტერმინალს ფოთმა" გაავრცელა. ანაკლიის პროექტის ავტორები შოკში არიან. კონსროციუმის მიერ გაკეთებულ განცხადებაში წერია:

„ანაკლიის პროექტის პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელია, რადგან ეს ბრძანება გაიცა 2 მაისს, ხოლო 21 მაისს მთავრობამ კონსორციუმთან ერთად მოლაპარაკებები გამართა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსების თაობაზე და ამ ფაქტის შესახებ მთავრობის მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ გაჟღერებულა,. 

მამუკა ხაზარაძე და ლევან ახვლედიანი ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერების საშიშროებაზე საუბრობენ.

დღის ამბები