06 მაისი 2024,   14:15
ვრცლად
არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული პოლიციელი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს

არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული პოლიციელის, კოტე ქოჩიშვილის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. დაკავებული სამართალდამცველი, რომელიც რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მოზარდმა ქოჩიშვილთან ერთად კიდევ რამდენიმე პოლიციელი დაასახელა, მათ შორის აკაკი უგრეხელიძე. ის, 16 წლის ბიჭის მტკიცებით, მას გაუპატიურებითაც ემუქრებოდა, თუმცა პროკურატურა მხოლოდ მოზარდის ჩვენებებს პოლიციელის დაკავებისთვის არასაკმარისად მიიჩნევს. უგრეხელიძე ბრალდებებზე პასუხის გაცემას უახლოეს პერიოდში ბრიფინგზე აპირებს.

დღის ამბები