26 აპრილი 2024,   19:16
ვრცლად
გადადგეს თვითმარქვია პრეზიდენტი! - ათონელის რეზიდენციასთან აქციის მონაწილეები კარტოფილის ტომრებით მივიდნენ

გადადგეს საქართველოს პრეზიდენტი! - ამ მოთხოვნითა და კარტოფილის ტომრებით მოძრაობის "ერთად სახლში" წარმომადგენლები დღეს ათონელის ქუჩაზე მდებარე საპრეზიდენტო რეზიდენციასთან მივიდნენ.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, სალომე ზურაბიშვილი არა ქვეყნის, არამდე კარტოფილის პრეზიდენტია, რომელიც თანამდებობაზე კარტოფილზე და ბოსტნეულზე ნაყიდი ხმებით მოხვდა.

მათივე თქმით, თანამდებობის დაკავებიდან სულ რამდენიმე თვეში საქართველო არაერთ საერთაშორისო გაუგებრობაშიც გახვია.

„ემიგრანტები თვლიან, რომ ის არის თვითმარქვია პრეზიდენტი და კარტოფილი ასოცირდება ზუსტად მის ხელისუფლებაში მოსვლასთან, ამიტომ სიმბოლურად გამოვიყენეთ კარტოფილი, თუმცა, ისინი არიგებდნენ შეშას, ფქვილს, ხახვს... სიმბოლურად ყველას დაურიგდება კარტოფილი. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ არ გადადგება მისი დაკავებული პოსტიდან სალომე ზურაბიშვილი,“ - განაცხადა ორგანიზაცია" ერთად სახლში საქართველოში" ხელმძღვანელმა, სალომე ჭელიძემ.

უსაფრთხოების სამსახურის მითითებით კი აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლიდან ოდნავ მოშორებით გადაინაცვლეს.

როგორც ათონელის რეზიდენციასთან შეკრებილები ამბობენ, დღევანდელი აქცია ემიგრანტების მიერ არის დაფინანსებული.

დღის ამბები