26 აპრილი 2024,   19:01
ვრცლად
20 ივნისის ღამის დარბევის შემდეგ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულებს ბრალი წაუყენეს

20 ივნისის ღამის დარბევის შემდეგ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულებს ბრალი წაუყენეს. მათ ბრალი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ედებათ. 

ხელისუფლებამ 20 ივნისის აქციის მონაწილეების სამართლებრივი დევნა დაიწყო, თუმცა სისხლიანი დარბევის ორგანიზატორი სამართალდამცველების პასუხისგებაში მიცემას არ ჩქარობს.

ცოტნე სოსელია, ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი და ზურაბ ბუდაღაშვლი შს სამინისტროს თანამშრომლებმა გუშინ დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრია. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

დღის ამბები