19 ნოემბერი 2024,   01:25
ვრცლად
"რუსული აგრესიის დროსაც კი, ლარი არასდროს არ ასულა 2.9-ზე" - ოპოზიცია ლარის გაუფასურებაზე საუბრობს

ლარის ანტირეკორდი ისტორიულ ნიშნულზეა - ეროვნული ვალუტა ისეთი ტემპით უფასურდება, როგორიც 2008 წელს საომარი მოქმედებების დროსაც კი არ ყოფილა. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მმართველ გუნდის მხრიდან არასწორია ის განცხადებები, რომლის მიხედვითაც, ისინი ვალუტის დევალვაციას ქვეყანაში მიმდინარე აქციების ფონს უკავშირებენ. ისინი ამბობენ, რომ ლარის ვარდნა, მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის ბრალია. 

”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული კორუფციის გამო, ინვესტიციების შემოდინება შემცირებულია, შესაბამისად, ეს პირდაპირ აისახება ლარის კურსზე. მისი თქმით, დღეს საქართველოს ჰყავს არაკომპეტენტური მთავრობა, რომელსაც პრობლემის გამოსწორებისთვის არანაირი ხედვა არ გააჩნია.

დავით ბაქრაძე-ის სურათის შედეგი

“2010 წელს, როდესაც მთელი თბილისის ცენტრი იყო პარალიზებული გალიებით, მაშინდელი ოპოზიციისგან, სამი თვის მანძილზე პრაქტიკულად, ვერც პარლამენტი ფუნქციონირებდა და ვერც ბევრი სხვა სახელმწიფო ინსტიტუტი და ლარის კურსი დოლართან იყო 1.7. მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ რუსული აგრესიის დროსაც კი, ლარი არასდროს არ ასულა 2.9-ზე, როგორც ეს არის ამ დღეებში. ამიტომ, მიზეზი სინამდვილეში, არის სულ სხვა. მიზეზი არის ის, რომ დღეს საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელსაც არ გააჩნია არანაირი გეგმა და ხედვა, სად მიჰყავს ქვეყანა და თვითდინებაზე და უპატრონოდ მიშვებულ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ვალუტა უფასურდება. დღეს საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომლის კორუფციის და ნეპოტიზმის გამო, შემცირდა ინვესტიციების შემოდინება და შემცირებული ინვესტიცია, რა თქმა უნდა, ურტყამს ლარს,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ინვესტიციების შემოდინების ნაკლებობაზე საუბრობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი. ზურაბ მელიქიშვილის თქმით, ლარის კურსის ვარდნა ქვეყნისთვის გამოწვევაა, რომელსაც ხელისუფლება შესაბამისი ნაბიჯებით უნდა პასუხობდეს.

ზურაბ მელიქიშვილი-ის სურათის შედეგი

„ქვეყანას დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც თავის მოსახლეობაზე ძალადობს. საქართველოში მუდმივად, თანმდევია აქციებიც, გამოსვლებიც, ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნაც, თუმცა რომ ავიღოთ მაგალითად, წინა პერიოდი, სტაბილური კურსი ეროვნული ვალუტის, მუდმივად თან ახლდა ყოველივე ამას. ეს არის გამოწვევა, რომელსაც უნდა პასუხობდეს ხელისუფლება, პასუხობდეს თავისი ნაბიჯებით,  მაგრამ დღევანდელო ხელისუფლება არის, თავისივე შინაარსით დანაშაულებრივი რეჟიმი და დანაშაულებრივი რეჟიმი სადაც არის, იმ ქვეყანაში ინვესტიციებს არავინ არ დებს,“ - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

 

დღის ამბები