19 ნოემბერი 2024,   01:30
ვრცლად
საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ არ შეგვიწყვეტია დემოკრატიისკენ სვლა - პრეზიდენტი

„მე მინდა მოგესალმოთ, პირველ რიგში, როგორც პრეზიდენტი არა როგორც პროევროპული ერის, არამედ როგორც ევროპული ერისა,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები ესწრებიან.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს დემოკრატიისკენ სვლა არ შეუწყეტია. მისი განცხადებით, საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია.

„ეს არის შემობრუნების მომენტი როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროკავშირისთვის. დადგა დრო, რომ ახალი კურსი დავიწყოთ ჩვენს ურთიერთობებში, პარტნიორობაში. მე მინდა მოგესალმოთ, პირველ რიგში, როგორც პრეზიდენტი არა როგორც პროევროპული ერის, არამედ როგორც ევროპული ერისა. მას შემდეგ, რაც 70-წლიანი საბჭოთა ბატონობის შემდეგ, საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, გავიარეთ უამრავი შიდა  თუ გარე ომები, რის შედეგად 20% საქართველოს ტერიტორიისა არის ოკუპირებული, მაგრამ ჩვენ არ შეგვიწყვეტია თანდათანობით დემოკრატიისკენ სვლა, თუნდაც ამ გამოწვევებით აღსავსე პერიოდების მანძილზე,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ბათუმის კონფერენციას, რომელიც აჭარაში უკვე მეათედ იმართება, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი, პოლონეთის, შვედეთის, სომხეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებიც ესწრებიან. უკვე გაკეთდა პირველი განცხადებები საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც საქართველო ევროპულ გზას ოკუპაციით გამოწვეულ პრობლემებს ეხება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები