"რუსთავი2"-ის საქმეზე სტრასბურგში გამოტანილ გადაწყვეტილებას მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები ეხმიანებიან. The New York Times წერს, რომ პოპულარული სატელევიზიო არხი მოსკოვის მიმართ მკაცრი კრიტიკით გამოირჩევა.
“ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს მედიის გაჩუმების მცდელობის ნაწილია. კრიტიკოსები შიშობენ, რომ ქიბარ ხალვაშს, მმართველი კოალიცია "ქართული ოცნების" ახლო მხარდამჭერი - გააჩუმებს ერთადერთ ძლიერ მედიასაშუალებას, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებს,”-წერს სტატიის ავტორი.