26 აპრილი 2024,   23:57
ვრცლად
სამაშველო ოპერაცია ჩილეში - პატაგონიის ერთ-ერთ კუნძულთან ზღვაში 40 ათასი ლიტრი საწვავი ჩაიღვარა

ჩილეს სამხრეთ სანაპიროზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ქვეყნის უკიდურეს სამხრეთში, პატაგონიის ერთ-ერთ კუნძულთან, ზღვაში 40 ათასი ლიტრი საწვავი ჩაიღვარა. მომხდარის შესახებ ხელისუფლებას კუნძულზე მომუშავე კომპანიამ აცნობა.

შემთხვევის ადგილზე არმიის ქვედანაყოფები განალაგეს. მაშველები დაბინძურებული ზონის ლოკალიზებას ცდილობენ. ჯერ-ჯერობით უცნობია რა გახდა სანაპიროზე დიზელის დაღვრის მიზეზი.

ჩილეს ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო.

დღის ამბები