თბილისის საქალაქო სასამართლოში, 20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღეს სასამართლო ილია მემანიშვილის, მორის მაჩალიკაშვილის, გოგი ქურდოვანიძის და ბეჟან ლორთქიფანიძის საქმეებს განიხილავს. მათგან, მკვლევარი და ზოოლოგი ბეჟან ლორთქიფანიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, დანარჩენი სამი მათგანი პატიმრობაში არიან.
სასამართლო სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს. დაკავებულთა ოჯახის წევრები და ახლობლები საქალაქო სასამართლოს ეზოში შეიკრიბებიან და გიორგი გახარიას გადადგომას კიდევ ერთხელ მოითხოვენ. დაკავებულთა ახლობლები გამოძიებასა და პროკურატურას უნდობლობას უცხადებენ.