თბილისში, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოვარდნილი 14 წლის გოგონა ცოტა ხნის წინ კლინიკაში გარდაიცვალა.
ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" "ნიუ ჰოსპიტალში" დაუდასტურეს. მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, გოგონას მრავლობითი მოტეხილობები ჰქონდა, რაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.