დამოუკიდებელი იურისტები სასამართლოში კლანური მმართველობის აღიარებას ითხოვენ. დღეს ისინი პარლამენტში რეზოლუციის პროექტის შესწორებულ ვერსიას გაეცნობიან. მათი შეფასებით, თუ სასამართლოს კლანი არ ჩამოშორდა, მართლმსაჯულება დამოუკიდებელი არ იქნება, რადგან ეს ადამიანები ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებენ. იურისტები ამ რეზოლუციით მოითხოვენ, რომ კლანური მმართველობის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებები გატარდეს. ასევე, მათი წინადადებაა შეიქმნას კომისია, რომელიც სასამართლოში არსებული პრობლემების გამოსწორებასა და საკანონმდებლო პაკეტის შექმნაზე იმუშავებს. რეზოლუციის ავტორებს არ აქვთ მოლოდინი, რომ პარლამენტი მათ დოკუმენტს მხარს დაუჭერს.
"ქართულმა ოცნებამ" რეალურად სააკაშვილის დროინდელი სასამართლო გადაღება და ამას დაარქვა სასამართლო რეფორმა. საჭიროა, შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის სასამართლოში არსებულ მძიმე ვითარებას და შეიმუშავებს საკანონმდებლო წინადადებებს ამ მძიმე ვითარების გამოსწორების კუთხით. მოვუწოდებთ, რომ მიიღონ ეს რეზოლუცია და ამის შემდეგ საკანონმდებლო წესით მოხდეს ჩარევა. კლანი უნდა ჩამოცილდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” გამგეობის თავმჯდომარე კახა წიქარიშვილმა.