ტყიბულში მერიის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია დროებით შეწყდა. მეშახტეების თქმით, აქცია ხვალიდან ისევ განახლდება და პროტესტი გაცილებით ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს. აქციის მონაწილეები ადგილზე პრემიერ-მინისტრის ჩასვლას მოითხოვენ.
"ხვალ დილიდან განახლდება აქცია, რომელიც გაცილებით ფართომასშტაბიანი იქნება. მოვუწოდებთ ყველას, შემოგვიერთნენ. პრემიერ-მინისტრი აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი. თავად გახარიამ უნდა გაგვაცნოს თუ რას გვიპირებენ. დაველოდებით მთავრობის სხდომას, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, აქცია გაგრძელდება და არაა გამორიცხული, კარვებიც მოვიტანოთ,"- განაცხადა ხვიჩა გაბუნიამ.
ტყიბულის მერიის წინ საპროტესტო აქცია დროებით დაიშალა, თუმცა შახტებში 30-მდე მეშახტე რჩება და შიმშილობას აგრძელებს.