პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის ფარგლებში მოსამართლე მირანდა ერემაძესთან გასაუბრება მიმდინარეობს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ ერემაძეს კითხვა წინა ხელისუფლების დროს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხზე დაუსვა.
„ყველა ადამიანები ვართ, ყველას უკან ოჯახია, გარკვეული ვალდებულებებია და ეს ფსიქოლოგიური მომენტები, გამორიცხული არ არის, რომ იყოს საფუძველი იმისი, იმოქმედოს მოსამართლის დამოუკიდებლობაზე“- უპასუხა ერემაძემ კილაძეს.
ამ პასუხის შემდეგ, სოფიო კილაძემ გიგა ბოკერიას მოუწოდა, ერემაძის ამ სიტყვებისთვის ყურადღება მიექცია.
„ტესტი სასამართლოს დამოუკიდებლობის ის კი არ არის, წინა ხელისუფლებას ადვილად აკრიტიკებენ თუ არა, მიმდინარეს თუ აკრიტიკებენ“- უპასუხა ბოკერიამ კილაძეს.