პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ასლან ბეჟანიძის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ, მედიის წარმომადგენლებთან მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაზე ისაუბრა.მისი თქმით, ბეჟანიძე გონებრივი ჩამორჩენის მქონე პირია, რომლის გონებრივი შესაძლებლობები 8-11 წლის ბავშვისას უტოლდება. ადვოკატმა აღნიშნა, რომ პროცესებზე ცრუ მოწმეები იყვნენ წარმოდგენილნი, რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებდნენ. მისი თქმით, ეჭვის საფუძველს იძლევა ის ფაქტიც, რომ ასლან ბეჟანიძის სახლი მხოლოდ 2016 წელს გაიჩხრიკა, იმის მიუხედავად, რომ პროკურატურის თქმით, დანაშაულის შესახებ 2004 წლიდან იყო ინფორმირებული.
"თუ პრეზიდენტმა მართლაც გააკეთა განცხადება, რომ ასლან ბეჟანიძეს არ შევიწყალებდი, რომ მცოდნოდა ოთხმეზურის მკვლელობაშია ბრალდებულიო, ეს განცხადება სამარცხვინო განცხადებაა,"- განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 პატიმარი შეიწყალა, რომელთა შორის გიორგი ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძეც იყო.