14 სექტემბერი 2026,   13:51
ვრცლად
"კლანური" ინტერესების გამო ქვეყნის რეპუტაციას ნუ დააზიანებთ"- ოპოზიცია და NGO-ები ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესრულებას ითხოვენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის  შესახებ ევროსაბჭოს მიერ გავრცელებულ რეკომენდაციას მოსამართლეთა ვაკანტური ადგილების მხოლოდ მინიმალური რაოდენობით შევსების შესახებ, ოპოზიციის წარმომადგენლები სრულად ეთანხმებიან. უმრავლესობის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მათი თვითმიზანი არა ვაკანტური ადგილების სრულად შევსება, არამედ  ღირსეული კანდიდატების შერჩევაა.

”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე დავით ბაქრაძე კატეგორიულად მოუწოდებს ხელისუფლებას, საკუთარი პარტიული და კლანური ინტერესების გამო დასავლეთში ქვეყნის რეპუტაციას ნუ დააზიანებს. ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს რეკომენდაციის მიხედვით, ამ მოწვევის პარლამენტმა მოსამართლეების მხოლოდ მინიმალური რაოდენობა უნდა დააკომპლექტოს, ხოლო დანარჩენი პროცესი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გადადოს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, უმრავლესობის თვითმიზანი არა მოსამართლედ ვინმეს გამწესება და ოცივე ვაკანტური ადგილის შევსება, არამედ კანდიდატის  კომპეტენტურობის და კეთილსინდისიერების გათვალისწინებით გადაწყვეტილების მიღებაა. 

 

 

დღის ამბები