შეწყალების სკანდალზე პროკურატრურაში გამოკითხვები რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. გამომძიებლებს კითხვები ამჯერად დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროს პარტნიორებთან ჰქონდათ. პროკურატურა მათთან გაუთქმელობის ხელწერილს აფორმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საგამოძიებო პროცესთან დაკავშრებით, გამოკითხულებს მედიასთან ღიად საუბრის უფლება არ აქვთ. დღეს საგამოძიებო უწყებაში 3 მათგანი დაიკითხა.
დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროს პარტნიორის გიორგი მიროტაძის თქმით, მას შეწყალებულთა სიასთან არანარი შეხება არ ჰქონია და არც სიაში შემავალ პირებს იცნობს. დანარჩენ 2 გამოკითხულ პირს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.