გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები შეიკრიბებიან. ისინი 20 ივნისის სისხლიან ღამეს დაკავებულებს სოლიდარობას გამოუცხადებენ და კიდევ ერთხელ მოითხოვენ მათ გათავისუფლებას. მათი მტკიცებით, ხელისუფლება 20 ივნისის აქციის მონაწილეებთან და სპეცრაზმელებთან მიმართებაში ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს.
აქციის მონაწილეები დაკავებული ლევან ჯიქურისა და ბესიკ თამლიანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც საკმაოდ მძიმეა.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, აღიარებითი ჩვენების მისაღებად დაკავებულებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება.