18 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
დაპირისპირება ჭიათურაში - "ჯორჯიან მანგანეზის" ქარხანაში პოლიციის უფროსმა და მისმა ორმა მოადგილემ წარმოების მთავარი ენერგეტიკოსი სცემეს

ჭიათურაში "ჯორჯიან მანგანეზის" ქარხანაში პოლიციის უფროსმა და მისმა ორმა მოადგილემ წარმოების მთავარი ენერგეტიკოსი სცემეს. ქარხნის თანამშრომლების თქმით, ინციდენტი დილით მოხდა, როცა ქარხანაში თანამშრომლების უმრავლესობა არ იმყოფებოდა.

ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ ნაცემი მამაკაცი პოლიციაში გადაიყვანეს, სადაც მისი თანამშრომლებიც შეიკრიბნენ.

საჩხერის სასამართლომ დღეს ზაზა ჩინჩალაძე დარბაზიდან გაათავისუფლა. 

"ჯორჯიან მანგანეზის" მთავარი ენერგეტიკოსი ქარხნის ტერიტორიაზე ცემეს. შემთხვევის თვითმხილველები ჟურნალისტებთან არ გამოჩენილან, თანამშრომლებმა კი მომხდარის შესახებ მხოლოდ გადმოცემით გაიგეს და მედიასთან ყვებიან, რომ ჭიათურის პოლიციის უფროსმა და მისმა ორმა მოადგილემ ზაზა ჩინჩალაძეს ფიზიკური შეუარცხყოფა მიაყენეს.

პოლიციელი, რომელსაც 54 წლის მამაკაცის ცემაში ადანაშაულებენ ფილიმონ აბრამიშვილია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს. უწყების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია რომ ჩინჩალაძემ სამართალდამცავებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და არ დაემორჩილა.

ზაზა ჩინჩალაძის წინააღმდეგ გამოძიება 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

დღის ამბები