ბათუმი ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოს მასპინძლობს. დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენელია, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ხელმძღვანელობს.
დაგეგმილია როუზ გოტმიოლერის შეხვედრა საქართველოს პრემიერთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. საბჭოს წევრები ასევე შეხვდებიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსაც. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.
პარალელურად, სწორედ დღეიდან იწყება საქართველოში ნატოს დღეები. საბჭოს საქართველოში რიგით უკვე მეხუთე ვიზიტს ოფიციალური თბილისი
საქართველოსა და ალიანსს შორის მჭიდრო ურთიერთობის დასტურად აფასებს.