26 აპრილი 2024,   23:14
ვრცლად
გიორგი ლაფერაშვილმა პროკურატურის შენობა დატოვა

ტელეკომპანია "ფორმულას" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა გენერალური პრუკურატურის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა. საგამოძიებო უწყებიდან გამოსულმა ლაფერაშვილმა ჟურნალისტებთან გამოკი​თხვის დეტალებზე ვრცლად ვერ ისაუბრა, რადგან მას საგამოძიებო უწყებამ გაუთქმელობის ხელწერილი დაადებინა.

"ჩვენ არ ვეძებთ ბნელ ოთხში შავ კატას, გავიდა ორი თვე და პროკურატურას დასჭირდა ორი თვე იმისთვის, რომ გამოეკითხა არხის გენერალური დირექტორი და საინფორმაციოს უფროსი, ეს კი მაშინ ხდება, როცა ტელეკომპანია ეთერში გაეშვა. 18 ივლისის შემდეგ კითხვა აღარ დამრჩა თუ რა აწუხებს ხელისუფლებას,"- ამბობს ლაფერაშვილი.

​ამ დრომდე პროკურატურაში გამოკითხვაზე რჩება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ყოფილი თანამშრომელი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი  ზაალ უდუმაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, - "სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილი დღეს დაიბარეს".

დღის ამბები