06 ოქტომბერი 2024,   08:06
ვრცლად
„გახსოვდეთ - ეს თაღლითური სქემაა.‼“ - აშშ-ის საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

"თუ USAID/Georgia-ს ლოგოს გამოყენებით ან ამერიკის მთავრობის სახელით ვინმე თანხის გადარიცხვას გთხოვთ, არ დათანხმდეთ და, გთხოვთ, შეგვატყობინოთ მსგავსი შემთხვევების შესახებ,“ - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის საელჩოს facebook  გვერდზე წერია.

აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ USAID-ის ლოგოს გამოყენებით, ბოლო პერიოდში, საქართველოს მოქალაქეებისგან ფულის გამოძალვის შემთხვევები დაფიქსირდა. საელჩო აფრთხილებს მოქალაქეებს, მსგავსი შემთხვევების დაფიქსირების შესახებ, დაუყოვნებლივ შეატყობინოს. 

"ბოლო დროს გახშირდა USAID-ის ლოგოს გამოყენებით, თაღლითური გზით, საქართველოს მოქალაქეებისგან ფულის გამოძალვის შემთხვევები.

ვგმობთ მსგავს ფაქტებს და სათანადო ორგანოებთან ერთად ვმუშაობთ ამ პრობლემის გადაჭრაზე. გთხოვთ დაუყოვნებლივ შეგვატყობინეთ, თუ USAID-ის სახელით დაგიკავშირდნენ და გთხოვეს თანხის გადარიცხვა.

გახსოვდეთ - ეს თაღლითური სქემაა.‼“ - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

 

 

დღის ამბები