11 ოქტომბერი 2024,   21:25
ვრცლად
სკანდალური შეწყალება - პრეზიდენტმა არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებისათვის მსჯავრდებული შეიწყალა

შეიწყალა თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთი მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირი?  "რადიო თავისუფლებამ"  სისხლის სამართლის დანაშაულის ის მუხლები გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრები სასჯელს იხდიდნენ.

ზურაბიშვილს 2018 წლის დეკემბრიდან დღემდე, ანუ 10 თვის განმავლობაში, სულ 91 მსჯავრდებული ჰყავს შეწყალებული. გვარებითა და სახელებით სრული სია გამოქვეყნებული არ არის, თუმცა დღეს გავრცელებულმა ინფორმაციამ ახალი კითხვები გააჩინა.

კერძოდ, საუბარია საახალწლო ჰუმანურ აქტზე, რომლის დროსაც, როგორც ირკვევა, სალომე ზურაბიშვილს მძიმე ბრალდებით მსჯავრდებული პირი ჰყავს შეწყალებული.

ეს არის 140-ე მუხლი, რაც არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებას ითვალისწინებს.

დღის ამბები