ლეგენდა უკვდავია - დღეს გია ყანჩელს უკანასკნელ გზაზე მისივე მუსიკის ფონზე გააცილებენ. კომპოზიტორს, საკუთარი სურვილის თანახმად, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. ამ წუთებში კი რუსთაველის თეატრში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს სახალხო არტისტი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ქმნიდა ეპოქალურ კინო და თეატრის მუსიკას. ვირტუოზი შემოქმედი საქართველოს სავიზიტო ბარათად ქცეული სიმღერებისა და კომპოზიციების ავტორი იყო.
რამდენიმე თვის წინ გია ყანჩელი მსოფლიოს სამ უდიდეს კომპოზიტორს შორის დასახელდა. იტალიელ კომპოზიტორებთან – ნინო როტასთან და ენიო მორიკონესთან ერთად, ყანჩელი საუკეთესოდ არის მიჩნეული.
"ყვითელი ფოთლებისა" და In Memoria di Michelangelo-ს შემოქმედმა მდიდარი მემკვირდეობა დაუტოვა ქართველ და მსოფლიო მსმენელებს.
გია ყანჩელს რუსთაველის თეატრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ.