თბილისობის ფარგლებში მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა-იმართება. ღონისძიებას დღეს იუსტიციის მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრნენ.
თეა წულუკიანი თბილისობაზე მისულ სტუმრებს პატიმრების ნამუშევრების დახლის დათვალიერებას და სასურველი ნამუშევრების შეძენას მოუწოდებს. მისი თქმით, მსჯავრდებულთა ნამუშევრები ორიგინალური, ფასი კი შესაბამისი იქნება.