საქართველოში ტრასპლანტოლოგიის დარგის განვითარება იყო მთავარი თემა ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. მინისტრი სეულის საუნივერსიტეტო კლინიკის აღმასრულებელ დირექტორს კვანგ ვუნგ ლის და ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტს, კობა შანავას შეხვდა.
კორეელმა ექსპერტმა ქართულ მხარეს საკუთარი ხედვები გააცნო და დარგის განვითარებისთვის დახმარების სურვილი გამოთქვა. მისი განცხადებით, ქვეყანას აქვს პოტენციალი, ღვიძლის ტრანსპლანტაციის სფეროში ამიერკავკასიის ცენტრი გახდეს.
პარალელურად თბილისში უკვე ჩატარდა ღვიძლის გადანერგვის მე-18 წარმატებული ოპერაცია, რომელიც ქართულმა ჯგუფმა კორეელი სპეციალისტის ზედამხედველობის ქვეშ ჩაატარა.