09 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
"სანაცვლოდ იდება დიდი ენერგო ბიზნესგარიგებები" - ნათელაშვილი პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტზე საუბრობს

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი აზერბაიჯანში პრემიერ-მინისტრის ვიზიტს გამოეხმაურა. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, გიორგი გახარია აზერბაიჯანთან დავით-გარეჯის გადაცემის საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც ნათელაშვილი აღნიშნავს, მოლაპარაკებები 2020 წლის არჩევნებს და ბიზნესგარიგებებსაც უკავშირდება.

"პრემიერ-მინისტრი გახარია იმყოფება ბაქოში, რათა საბოლოოდ მოილაპარაკონ ამ უდიდესი ქართული ქრისტიანული სიწმინდის გადაცემაზე და სანაცვლოდ იდება დიდი ენერგო ბიზნესგარიგებები და 2020-ის არჩევნებში ქვემო ქართლის ხმები," - განაცხადა დღეს შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები