თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია "მშვიდობის გაზაფხული" ადგილობრივი დროით 4 საათზე დაიწყო.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა ოპერაციის დაწყება ტვიტერით გამოაცხადა და თავდაცვის მინისტრს სროლის ბრძანება მისცა. ანკარამ სირიელი ქურთების პოზიციებზე ავიაიერიში მიიტანა.
პირველი აფეთქებები თურქეთის "სიენენმა" პირდაპირ ეთერში გადასცა.