სროლის ხმა ისმოდა გვიან ღამით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. თვითმხილველების ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცმა 4-ჯერ გაისროლა. მიზეზი უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამოღებულია ფუჭი ვაზნა. საქმეზე გამოძიება ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს.