27 დეკემბერი 2024,   07:01
ვრცლად
შსს-მ 9 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული ნივთიერებები გაანადგურა
5 კილო კოკაინი, 1 კილო ჰეროინი, 5000 აბი სუბოტექსი და სხვა 9 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული ნივთიერებები გაანადგურა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
ასევე, განადგურებულია, დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები. ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღის ამბები