ილია ჯიშკარიანის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება სასამართლო დარბაზის ნაცვლად სამედიცინო დაწესებულებაში გამოიტანა. არსენ კალატოზიშვილმა ბრალდებულ ილია ჯიშკარიანს აღმკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.
გირაოს გადახდის გარდა ილია ჯიშკარიანი ვალდებულია იმ შეზღუდვებს დაემორჩილოს, რომელიც მოსამართლემ დღეიდან დაუწესა. ბრალდებულს ეკრძალება თამთა თოდაძესთან მიახლოება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა.
დანაშაულის განმეორებით ჩადენას და მოწმეებზე ზეწოლას არ გამორიცხავენ დაზარალებულის უფლებების დამცველები. მოსამართლის გადაწყვეტილება მიუღებელი და დაუსაბუთებელია თოდაძის ინტერესების დამცველისთვის. მხარე განაჩენს ვერ გაასაჩივრებს, თუმცა მთავარ პროკურატურაში შუამდგომლობის შეტანას ბრალდებულის დაკავებაზე უახლოეს დღეებში აპირებს.
დღევანდელ პროცესზე აღმკვეთი ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობით ბრალდების მხარე არ შესულა, თუმცა ილია ჯიშკარიანის ადვოკატს გამოძიებასთან კითხვები აქვს.
სასამართლო პროცესი სამედიცინო დაწესებულებაში ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
შემდეგი სასამართლო სხდომა 17 ნოემბერს დაინიშნა, მანამდე კი სამედიცინო დაწესებულებაში ილია ჯიშკარიანი, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე დღე გაჩერდება.